ინტელის პროექტის რეფლექსია

                                                       პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო, განვიხილეთ პროექტის შექმნის საფეხურები, გავეცანით  პორთფოლიოს შექმნის საკითხებსა და შეფასების რუბრიკას. ამ უნარის დაგეგმვას ვაპირებ პრაქტიკაში.


                                                           მეორე დღე

ტრენინგის მეორე დგეს გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი მასალა. დავგეგმე ჩემი პროექტის პირველი ნაბიჯები. ვიმუშავეთ პუბლიკაციის დაგეგმვაზე, განვიხილეთ გამოცემის ნიმუშები. საინტერესო ტრენინგი იყო.


                                                           მესამე დღე

მესამე დღე დაიწყო მეორე დღის მასალის გახსენებით. ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტზე, სასწავლო მიზნების შემუშავებასა და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება. ტრენინგი იქნა გაგებული და აღქმული.
                                                            მეოთხე დღე

დღევანდელი ტრენინგიც დაიწყო განვლილი დღის გახსენებით. მეოთხე დღეს განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, შეფასების გეგმის შემნა, პრეზენტაციის დაგეგმვა და ძირითადი ელემენტების powerpoint-ში მომზადება. ტრენინგი ნაყოფიერად წარიმართა.

                                                      მეხუთე დღე

მეხუთე დღე დაიწყო წინა ტრენინგის მასალის გახსენებით. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები, ვიმუშავეთ საავტორო უფლებების ტესტზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეაფასებაზე, პროექტის ჩარჩოს დაგეგმვაზე, ინტერნეტ რესურსების მოპოვებასა და მოძიებაზე. საინტერესო ტრნინგი იყო.

                                                      მეექვსე  დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ მეხუთე დღეს შესწავლილი მასალის გახსენებით. შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ  მოსწავლე შეფასების პროცესში, შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების განსაზღვრა. ტრენინგი საინტერესო იყო.

                                                            მეშვიდე დღე
გავიხსენეთ განვლილი დღის მასალა. გავეცანით სწავლების სხვადასხვა სტილს, სწავლის პროცესის დიფერენცირებას, როგორ უნდა შევადგინოთ გეგმა მოსწავლის თვითრეგულირებადი უნარის ხელშესაწყობად. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.

                                                       მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ მერვე დღის ტრენინგის გახსენებით. ვიმუშავეთ პორტფოლიოს შექმნაზე, მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, შევაჯამეთ კურსის დასკვნითი ნაწილი. 
ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრექტიკაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისა და მოთმინებისათვის.

Comments